კომპანია Sony ახალი გაჯეტზე მუშაობს. საუბარია ახალ, 6 დიუიმიან სმარტფონზე, რომელიც Full HD დისპლეით არის აღჭურვილი და ანდროიდის ბაზაზე მუშაობს.
მოელიან, რომ სიახლე Xperia XA1 Ultra-ს ერთგვარი გაგრძელება იქნება, თუმცა დიდი ეკრანის გამო ის ფლაგმანი არ გახდება. სმარტფონს 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 64 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება ექნება. რაც შეეხება კამერას, ძირითადი 21, ხოლო წინა – 15 მეგაპიქსელიანი იქნება.