კომპანია Sony-მ ახალი ფლაგმანი Sony XZ2 წარმოადგინა. სიახლეს სპეციფიკაციების საკმაოდ კარგი მაჩვენებელი და მაღალი ხარისხის კამერა აქვს.
გაჯეტის 5,7 დიუიმიანი Full HD გარჩევადობის ეკრანი Corning Gorilla Glass 5-ით არის აღჭურვილი, რაც შეეხება მეხსიერებას, მას 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 64 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება აქვს. შესაძლებელია მეხსიერების ბარათის ჩასმაც.
სმარტფონის აკუმულატორი უსადენო დამტენის ტექნოლოგიის მხარდამჭერია.