LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Sony-მ „ჭკვიანი“ სანათი წარმოადგინა

60

კომპანია Sony-მ ახალი პროდუქტი – Multifunctional Light წარმოადგინა. ეს არის მრავალფუნქციური სანათი „ჭკვიანი“ სახლის სისტემისთვის.

პირველ რიგში, სიახლეს შეუძლია სხვა მოწყობილობებთან სინქრონიზირდეს, მაგალითად კონდიციონერთან და ა.შ. და მათ ტემპერატურის გრადუსი „აცნობოს”. ასევე, სანათს შეუძლია დამოუკიდებლად ჩართოს ტელევიზორი თუ მისი სენსორები დააფიქსირებს, რომ ოთახში ადამიანი შემოვიდა.

სიახლე 4 კილოგრამამადე იწონის და მისი მართვა ტელევიზორის ან კონდიციონერის პულტით არის შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები