LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Sugababes-ის ორიგინალური შემადგენლობით დაბრუნდა

189
download (44)

Sugababes კიშა ბიუქენენის, მუტია ბუენასა და შოვან დონაქის ორიგინალური შემადგენლობით ოფიციალურად დაბრუნდა.

ტრიომ ახლახან გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალ სტუდიურ ალბომს წარადგენს. ანონსს წინ უძღოდა მომავალი მუსიკალური პროექტის ლიდ სინგლის – Ghost გამოშვება, რომლის რელიზი 24 სექტემბერს შედგა.

სამეულის ინფორმაციით, რიგით მეცხრე, სიმბოლური სახელწოდების სტუდიური ალბომი – Sugababes გაყიდვაში 2027 წლის 12 თებერვალს ჩაეშვება.

ალბომის მხარდასაჭერად ბენდის პირვანდელი წევრები აპრილსა და მაისში დიდ ბრიტანეთში მასშტაბურ ტურნესაც გამართავენ.

როგორც მომღერლებმა British Vogue-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნეს, ალბომი 12-ტრეკიანი იქნება. მათივე თქმით, ჩაწერის პროცესში არსად ეჩქარებოდათ, თითოეულ სიმღერაში კი დიდი ენერგია ჩადეს და შედეგით ძალიან ამაყობენ.

შეგახსენებთ, რომ Sugababes კიშა ბიუქენენის, მუტია ბუენასა და შოვან დონაქის შემადგენლობით 1998 წელს, ლონდონში ჩამოყალიბდა. წლების განმავლობაში ჯგუფმა ბევრი ცვლილება განიცადა, რის გამოც ერთ დროს მასში არცერთი ორიგინალური წევრი აღარ ირიცხებოდა, თუმცა დღესდღეობით Sugababes ისევ პირვანდელი სახით აგრძელებს მოღვაწეობას.

ჯგუფმა ორიგინალური შემადგენლობით სადებიუტო სტუდიური ალბომი – One Touch 2000, ხოლო მეორე – The Lost Tapes 2022 წელს გამოუშვა, რომელიც მანამდე გამოუქვეყნებელი სიმღერებისგან შედგებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები