თბილისის 126-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც დირექტორი აცხადებს, ბავშვი სკოლაში ოთხშაბათის შემდეგ არ მისულა.
„ყველა საკლასო ოთხაში დეზინფექცია დღეს და ხვალ ტარდება, ხოლო აღნიშნული კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადაგვყავს. დანარჩენ კლასებში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება“,-აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
