LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა“ – ბიზნესმენის ადვოკატის განცხადება

123
თამაზ ელიზბარაშვილი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა.

აღნიშნულ ინფორმაციას ბიზნესმენის ადვოკატი, ია სირანაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ბიზნესმენისთვის სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება, თუმცა ის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო, ამიტომ თამაზ ელისბარაშვილი პატიმრობაში რჩება.

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა თამაზ ელიზბარაშვილი, დაუშვებლად იქნა ცნობილი საჩივარი“, – წერს ადვოკატი.

ცნობისთვის, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეუფარდა. საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე წარუდგინა ბრალდება. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი, მუქარის აღსრულების მიზნით, შეიარაღებული დაბრუნდა ადგილზე და რესტორანში შეჭრას ცდილობდა. პროკურატურის განცხადებით, 31 აგვისტოს ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც მუქარას განაგრძობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები