LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 32 პირს მიენიჭა

503
Screenshot 2026-10-04 at 20.56.04

„თბილისობის დღესასწაულზე“ თბილისის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 2026 წლის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა და გადასცა ქალაქის სიმბოლური გასაღები.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ:

დავით გორდელაძე – ექიმი, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ელგუჯა ადამია – ექიმი, გასტრო-ენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი;

დავით მეტრეველი – ექიმი, ენდოკრინოლოგი;

რამაზ ხეცურიანი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ივანე კუზანოვი – ექიმი, პლასტიკური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

თენგიზ ასათიანი – ექიმი, რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი;

ბესარიონ დოჭვირი – მეცნიერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი;

ვლადიმერ პაპავა – მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

რევაზ ჯავახიშვილი – მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი;

ავთანდილ დემეტრაშვილი – იურისტი, პროფესორი;

რამაზ ხუროძე – ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

რევაზ კლდიაშვილი – ქიმიკოს-ინჟინერი, პროზაიკოსი, დრამატურგი;

ლევან ჯაფარიძე – ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი;

ირმა გურიელი – ჟურნალისტი, მსახიობი;

იანო ალიბეგაშვილი – მომღერალი, ოპერის სოლისტი;

გიორგი ქორქაძე – მუსიკოსი;

მიხეილ კილოსანიძე – ხმის რეჟისორი;

მურმან გელენიძე – მხატვარი;

მამუკა მიქელაძე – მხატვარი, მონუმენტალისტი;

ნუგზარ მეძმარიაშვილი – მხატვარი, მონუმენტალისტი;

გივი შუღაროვი – ინჟინერი, პოლიტიკოსი;

ტარიელ ონაშვილი – მომღერალი;

ნუგზარ რუხაძე – ჟურნალისტი, დიპლომატი;

ედიშერ მაჩაიძე – სპორტული მსაჯი, პროფესორი;

ნინო სალუქვაძე – სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი;

იური ოსიპოვი – მოფარიკავე;

ლერი ხაბელოვი – სპორტსმენი;

გიორგი ალიბეგაშვილი – პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;

ზურაბ გოშაძე – პოეტი, ფილოლოგი;

კირა ანდრონიკაშვილი – მსახიობი, ხელოვნებათმცოდნე;

გრიგოლ (გია) მურღულია – პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;

ჯემალ ძაგანია – პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები