LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ახალგაზდა ქალი დაიკარგა – ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

5755
IMG-20191208-191416

თბილისში ახალგაზდა ქალი დაიკარგა – 24 წლის ჟანა ჭაფანძის ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ქალის კვალი დღეს დილით, 6 საათზე დაიკარგა, რის შემდეგაც ჟანა ჭაფანძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ახლობლები აღარ ფლობენ.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, გოგონა ძველ თბილისში მდებარე ერთ-ერთ კლუბში, “ფენიქსში”, მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა. მეგობრები დილის 6 საათზე კლუბიდან ერთად გამოვიდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ჟანა ჭაფანძე მას დაემშვიდობა, მისი კვალი ქრება.

როგორც “კურიერს” დაკარგული ქალის ახლობლებმა განუცხადეს, ჟანა ჭაფანძემ ოჯახის წევრებს და ახლობლებს facebook-ზე გამოსამშვიდობებელი წერილიც მისწერა.

ოჯახის წევრებს ეჭვი თვითმკვლელობაზე აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ ჟანას ისეთი პრობლემები არ ჰქონია, რაც სუიციდის მოტივი შეიძლება გამხდარიყო.

თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია, გთხოვთ დარეკოთ ნომერზე 593394816.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები