LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელი ღამის განმავლობაში უფასო ტაქსი თქვენს სამსახურშია…ტრადიცია არ დაარღვია ჩემმა 83 წლის მამამ” – რას წერს სოციალურ ქსელში მომხმარებელი

182
BeFunky-collage - 2023-04-15T231206.656

სოციალური ქსელის მომხმარებელი თეა კეჭაყმაძე წერს, რომ მისი 83 წლის მამა მთელი ღამის განმავლობაში მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

მისივე თქმით, ჯემალ კეჭაყმაძე საავადმყოფოდან გუშინ გამოეწერა და ტრადიციას ამ წელსაც არ არღვევს.

„ტრადიცია არ დაარღვია ჩემმა 83 წლის მამამ…მიუხედავად იმისა რომ გუშინ გამოეწერა საავადმყოფოდან, ღვთის შეწევნით შეძლო მრევლს მოემსახუროს და სიხარულით შეხვდეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს…მთელი ღამის განმავლობაში უფასო ტაქსი თქვენს სამსახურშია”, – წერს თეა კეჭაყმაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები