LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Twitter „მომენტზე“ მუშაობს

61

მიკრობლოგების სერვისი Twitter ახალ ფუნქციაზე Moments მუშაობს.  იგი საშუალებას მოგცემთ, თვალი ადევნოთ მნიშვნელოვან მოვლენებს რეალურ დროში.

ახალი ფუნქციის საშუალებით, მომხმარებლები სოციალურ ქსელში ყველაზე პოპულარულ მოვლენებს გაეცნობიან. თქვენ საშუალება გექნებათ, გამოიწეროს ესა თუ ის „მომენტი“, რომლის შემდეგაც ამ მოვლენასთან დაკავშირებულ ყველა ტვიტს იხილავთ. დასრულების შემდეგ, „მომენტი“ გაქრება და მასთან დაკავშირებული ჩანაწერები აღარ შეგაწუხებთ.

იდეას უკვე ჰყავს პარტნიორები და ეს ისეთი ცნობილი გამოცემებია, როგორიც არის: Entertainment Weekly, Fox News, Getty Images, Mashable, MLB, NASA, New York Times, Vogue და  Washington Post. ამ მომენტისთვის სერვისი ხელიმსაწვდომი აშშის ტერიტორიაზე, თუმცა უახლოეს მომავალში ის სხვა ქვეყნებისთვისაც გაიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები