LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Uber-ის ინოვაცია

58

დღეს-დღეობით კარგი დეველოპერის პოვნა რთულია, აქედან გამომდინარე კი ყველა კომპანია სხვადასხვა გზით ცდილობს დეველოპერების აღმოაჩენას. ახლა მე თქვენ მოგიყვებით , მსოფლიოს ნომერ პიველი ტაქსის კომპანია Uber-ის მიერ შემუშავებულ ერთ-ერთ ხერხზე.

როგორც მოგეხსენებათ Uber-ი არის კომპანია რომელიც მგზავრებს სთავაზობს მაღალი კლასის ავტომობილებით გადაადგილებას , აპლიკაციით გამოძახების პრინციპით. აქვე მინდა აღვნიშნო რომ მომსახურებაში არ შედის მხოლოდ მანქანა, იგი ითვალისწინებს ვერტმფრენებისა და კერძო თვითმფრინავებით მომსახურებასაც, ანუ Uber-ი გვთავაზობს გადაადგილების საშუალებას როგორც ხმელეთზე ასევე ცაში.

კომპანია Uber-ის ინოვაცია

მოკლედ, Microsoft-ის თანამშრომელი Joshua Debner-ს ერთ-ერთი მგზავრობის დროს “Code on the Road” – სახელწოდების შეთავაზების წინაშე დარჩენილა და ინტერესის გამო ბოლომდე გაჰყვა.

სისტემა არის შემდეგნაირად: Uber-ი გარკვეულ ადგილებზე(ბოსტონში, ოსტინში და სხვ.) დეველოპერებს 60 წამიან სამ პატარა კოდირების კითხვებს უგზავნის , ეს კითხვები კი ზოგად კოდირების ნიჭს ეხება. კითხვების დასრულების შემდგომ კი Uber-ი ეკითხება პროგრამისტს სურს თუ არა მას მუშაობა კომპანიაში და დასტურის შემდგომ აკავშირებს მას კომპანიის ერთ-ერთ დეპარტამენტთან.

ჯოშუას ამ თავგადასავლის შემდგომ Uber-მა დაადასტურა ეს ინფორმაცია და ასევე აღნიშნა რომ ეს სასურველი თანამშრომლის პოვნის ერთ-ერთი ხერხია. ამ სიტყვებიდან გამომდინარე ,როგორც ჩანს, Uber-ი სხვა გასართობ ხერხებსაც იყენებს საკუთარი მიზნებისთვის და აქვე შეიძლება თავისულფად ითქვას რომ Uber-ი ყველა თავის კლიენტს შეისწავლის და მაგის მიხედვით დგამს შემდგომ ნაბიჯებს.

კომპანიამ ამ გზით რამდენი თანამშრომელი იპოვა არ არაა ცნობილი, არც ის ვიცით არასწორი პასუხის შემთხვევაში რა ხდება, მაგრამ ყველა შემთხვევაში დასაფასებელია, რომ კომპანია აკვირდება კლიენტს და მის თავისებურებებს ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები