უკრაინისა და რუსეთის ნაკრებები ევრო 2016-ის ფინალურ ეტაპზე სხვადასხვა ჯგუფში მოხვდებიან.
”თუკი უკრაინის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავა, ის რუსეთის გუნდთან არ ითამაშებს, რადგან ძველებურად ისევ მოქმედებს უეფას კომიტეტის გადაწყვეტილება”.
ამასთან, რუსეთისა და უკრაინის ნაკრებების შეხვედრა ჯგუფური ეტაპის შემდეგ შესაძლებელია.
ფინალური ეტაპის წილისყრა 12 დეკემბერს, პარიზში გაიმართება.
თუმცა უკრაინამ ჯერ უნდა მოიპოვას საფრანგეთის საგზური. უკრაინელები დღეს განმეორებით შეხვედრას გამართავენ სტუმრად სლოვენიასთან, პირველი თამაში მათ 2:0 აქვთ მოგებული და შესაბამისად კარგი შანსიც აქვთ ევროპის პირველობაზე იასპარეზონ.
