პირველად, ბიონსეს კარიერაში, მის ერთ-ერთ სიმღერაზე გადაღებული კლიპი მილიარდჯერ ნახეს.
საუბარია სინგლზე Halo, რომელიც ამერიკელი მომღერლის 2008 წელს გამოსულ, მესამე სოლო სტუდიურ ალბომში I Am… Sasha Fierce შედის.
აღსანიშნავია, რომ უპრეცენდენტო შემთხვევა 38 წლის ვარსკვლავის შემოქმედებაში,
აპრილში დაფიქსირდა.
ტრეკის მუსიკალური რგოლი, რომლის რეჟისორი ფილიპ ანდელმანია, ჯეი-ზის მეუღლის ოფიციალურ ,,იუთუბზე”, 2009 წლის 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ვიდეოში პარტნიორობას 3 შვილის დედას მსახიობი მაიკლ ილი უწევს.
შეგახსენებთ, Halo ,,გრემის” 52-ე დაჯილდოებაზე ,,წლის ჩანაწერისა” და ,,ქალის საუკეთესო პოპ-ვოკალური ნამუშევრის” ნომინაციებში დასახელდა.