LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსაფრთხოების ათი გაკვეთილი

41

გადაცემას ”კანონის ფარგლებში” შსს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი მარიამ ძეგანიძე ესტუმრა, გადაცემის თემა კი უსაფრთხოების 10 გაკვეთილი გახლდათ.

რას გულისხმობს უსაფრთხოების ათი გაკვეთილი?

უსაფრთხოების 10 გაკვეთილი არის გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა. პროგრამის მიზანია არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება. შსს ყოველთვის ცდილობს მოსწავლებიისთვის სპეციალური გაკვეთილები ჩაატაროს, აამაღლოს მათი ცნობიერება, ჩვენი დანაყოფების წარმომადგენლები რეგულარულად დადიან სკოლებში და ატარებენ მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს. თუმცა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობის შედეგად გადაწყდა, რომ აუცილებელი იყო გრძელვადიანი პროგრამის შემუშავება. დაინერგა ახალი, უპრეცედენტო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ერთი წლის განმავლობაში მოსწავლეები შეისწავლიან უსაფრთხოების ათ გაკვეთილს. საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუავციების მართვისა და 112-ის წარმომადგენლები ეწვევიან საჯარო სკოლების მეხუთე კლასის მოსწავლეებს და ჩაუტარებენ თემატურ გაკვეთილებს, იქნება სხვადასხვა თემები, როლური თამაშები. გათვალისწინებულია ქართული რეალობა უცხო ქვეყნების გამოცდილებასთან ერთად. პირველი გაკვეთილი ოქტომბრის პირველ კვირას ჩატარდება დამრიგებლის საათის ხარჯზე.

14407848_1299938943359067_823152981_oსულ რამდენი სკოლაა პროექტში ჩართული?

შეირჩა 42 სკოლა მთელი საქართველოს მასშტაბით. გავითვალისწინეთ რეგიონების მიხედვით ბუნებრივი კატასტროფების არსებობაც. მათ გადაეცემათ საჩუქრად გზამკვლევი სახელწოდებით უსაფრთხოების ათი გაკვეთილი, სპეციალურად შემუშავდა ილუსტრაციები. წლის ბოლოს ჩავატარებთ გამოკითხვას, რომ გავიგოთ რა შედეგი მივიღეთ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მუშაობის დროს მსჯელობისას გადაწყდა, რომ მეხუთე-მეექვსე კლასები საუკეთესოა ასეთი საუბრებისათვის, მაღალ კლასებში არის საგანი ”სამოქალაქო უსაფრთხოება”, სადაც მსგავსი თემატიკა მეორდება. დაწყებითებში კი ჩვენ წინა წლებში ვახორციელებდით შეხვედრებს. სახელმძღვანელოს შედგენისას ჩართული იყო კრიზისების მართვის საბჭო, ასევე ”ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ჩვენი აქტიური პარტნიორი იყო. ასევე, პროექტს მხარი დაუჭირა ევროკავშირმა.

რა თემებზეა საუბარი, ჩამოვთვალოთ…

შესავალი იწყება იმაზე საუბრით, თუ რა არის კანონი, ვინ არის სამართალდამცველი, არის ძალადობის თავი, სადაც საუბარია სხვადასხვა ტიპის ძალადობაზე, დიდი წილი მოდის საგზაო უსაფრთხოებაზე, ასევე საუბარია ბუნებრივ კატასტროფებზე და ა. შ. მასში არის სავარჯიშოებიც, სადაც მოსწავლეს შეეძლება პასუხები ჩაწეროს. ბავშვებს წლის ბოლოსათვის ჩვენს დანაყოფებში მოვიწვევთ. ნიშნები, რა თქმა უნდა არ იწერება, რადგან ეს არ არის სახელმძღვანელო, თუმცა, გამოკითხვა როგორც აღვნიშნე გვექნება, რომ გავიგოთ რამდენად გაამართლა საპილოტე პროექტმა. ჩვენი მიზანია პროგრამა არ იყოს ერთჯერადი, ეს წიგნი არ არის სახელმძღვანელო, ეს არის გზა მკვლევი. ერთი წლის შემდეგ უკვე გვექნება გარკვეული სურათი და გვეცოდინება, რა მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა.

ვინ ჩაატარებს გაკვეთილებს?

ჩვენ გადავამზადეთ 75 თანამშრომელი, გაიარეს სპეციალური ტრენინგი, თუ როგორ უნდა იხელმძღვანელონ გზამკვლევის მიხედვით და როგორ უნდა ჩაატარონ ამ ასაკის ბავშვებთან გაკვეთილები, პედაგოგები არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მეხანძრეები და 112-ის წარმომადგენლები.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები