LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერაზე სროლას წინ ჩხუბი უძღოდა, რომლის დროსაც მამაკაცი დაჭრეს

Untitled

ვერაზე, მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ინციდენტში დაჭრილ პირს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას ბასრი საგნით მიყენებული 6 ჭრილობა აღენიშნებოდა. დაჭრილის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

35-წლამდე ასაკის მამაკას სავარაუდოდ,  სროლამდე მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით დაჭრეს. რაც შეეხება უშუალოდ მანქანის მისამართით განხორციელებულ გასროლებს, არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაჭრილა.

შეგახსენეთ, ტა­ტიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მოძ­რავ ავ­ტო­მო­ბილს ცე­ცხლი ასე­ვე სხვა მოძ­რა­ვი ავ­ტო­მანქა­ნი­დან რამდენიმე საათის წინ გა­უხ­სნეს. სრო­ლის მი­უ­ხე­და­ვად და­ცხრი­ლუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა მოძ­რა­ო­ბა გა­ნაგ­რძო, ჩა­ვი­და მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე და ფი­ლარ­მო­ნი­ის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­თან და­პარ­კინ­გე­ბულ ერთ-ერთ ავ­ტო­მო­ბილს შე­ე­ჯა­ხა. ამის შემ­დეგ მან სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნა მი­ა­ტო­ვა და გა­იქ­ცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები