ნინო კასრაძის ქალიშვილი, სალომე თოფურია გარდატეხის პერიოდსა და რთულ ეპიზოდებზე საუბრობს პოდკასტში „მეხუთე ელემენტი“:
„გარდატეხის ასაკი იყო ყველაზე რთული, მაგრამ რაღაცნაირი კავშირი არასდროს დაგვიკარგავს. მგონია, რომ ნინოც ჩემთან ერთად გაიზარდა და ორივე ძალიან განვვითარდით, როგორც დედა-შვილი. ახლა ვეღარ ვიტყვი, მაგრამ 5-6 წლის წინ იყო რთული ეპიზოდები, აცდენილები ვიყავით ერთმანეთს და თითქოს ერთ ენაზე არ ვსაუბრობდით…“
ნინო კასრაძე:
ამბობენ, რომ ძალიან მკაცრი ვიყავი, მე არ მახსენდება. ახლა კოლეგები ვართ და ჩვენი ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადავიდა.
