პროდიუსერ მამუკა სააკაშვილისა და მომღერალ მაია ყარყარაშვილის ქალიშვილი, სოფო სააკაშვილი აშშ-ში ცხოვრობს, სადაც მისი მოსმენა მსურველებს „იქს ფაქტორში“ შეუძლიათ.
ნიუ იორკში მდებარე ქართული რესტორნის გვერდი გვთავაზობს ინტერვიუს მომღერალთან, სადაც ის თავის ოჯახზე და ახლობელ ადამიანებზე საუბრობს:
„დედაჩემი ცნობილი მომღერალი იყო 90-იანებში, მამაჩემი კი მისი პროდიუსერი იყო. ორივე დეიდა მომღერალი. დედაჩემის დეიდა არის მანანა თოდაძე, რომელიც არის ვარსკვლავი. ნათლიაჩემი არის უნიჭიერესი კომპოზიტორი, რუსა მორჩილაძე, რომლის სიმღერებსაც ხშირად ვასრულებ „იქს ფაქტორის“ სცენაზე…
ამერიკაში ცხოვრება არ არის მარტივი. ჩემი ეს გადადგმული ნაბიჯი შედარებით გააზრებული იყო, იმ ასაკში, როცა დარჩენა გადაწყვიტე, იმ ასაკთან შედარებით, როცა აქ პირველად ჩამოვედი. 19 წლის ვიყავი და არ მომეწონა აქ ცხოვრება. გააზრებულ ასაკში მივხვდი, რომ ამერიკაში რაღაც უნდა დამეწყო და გამეგრძელებინა. ამ ქვეყნის მადლიერი ვარ..“
