უკვე რამდენიმე თვეა, საზოგადოება თვალს ადევნებს პატარა გაბრიელ ჩადუნელის ყოველდღიურობას – ბიჭუნა, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძოდა, რამდენიმე თვის განმავლობაში გერმანიაში მკურნალობდა, ცოტა ხნის წინ კი ის კლინიკიდან ბინაზე გაეწერა.
ამ ეტაპზე, პატარა გაბრიელი მშობლებთან ერთად კვლავ გერმანიაში რჩება.
რამდენიმე დღის წინ გაბრიელის დედამ, თაკო ბარბაქაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „გაბის კიდევ ერთი ოპერაცია აქვს წინ „სტომის ჩაბრუნება“. 3 სექტემბერს ვართ კლინიკაში დაბარებულები ისევ მუცლის ღრუს ხელახლა გამოკვლევაზე… და ალბათ მაგ დროს ყველაფერი დაიგეგმება“.
ცოტა ხნის წინ თაკო ბარბაქაძემ სოციალურ ქსელში გაბრიელის ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან დიდი გამოხმაურება და უამრავი თბილი კომენტარი მოჰყვა.
„ეს ბიჭი არის საოცრება!“, „გონიერი გაბიტო“, „ღიმილის ბიჭი“, „უსაყვარლესი და უჭკვიანესი, სუპერ ბიჭი გაბრიელი“, – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
