LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რა ვითარებაში დაიკარგა გოგა პიპინაშვილის ძაღლი: დილის ათის ნახევარზე, როცა სოფელმა გაიღვიძა, ჯერ კიდევ კალთაში გვეჯდა და თამაშობდა…“

3544
გოგა პიპინაშვილი

მსახიობი გოგა პიპინაშვილი „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ საუბრობს, თუ რა ვითარებაში დაიკარგა მისი ძაღლი, რომლის მოძებნაც, სამწუხაროდ, ვერ შეძლო:

„ჩემთან იყო სტუმრად ჩემი შვილის მეგობარი, თავის 3 წლის შვილთან ერთად. დარბოდა ფეხშიშველა. მოუსვენარი, არაჩვეულებრივი ბავშვია. ტიმის გარდა, მეორე ძაღლიც მყავს, მეტისი. ერთმანეთის გარეშე ჩემს ძაღლებს არ უცხოვრიათ. სულ ერთად იყვნენ და დარბოდნენ. ჩემი ადგილი არის ჩიხური, სადაც ორი-სამი მოსახლეა. დილის ათის ნახევარზე, როცა სოფელმა გაიღვიძა, ჯერ კიდევ კალთაში გვეჯდა და თამაშობდა. უცებ პატარა გოგონა მივიდა ჭიშკართან და გააღო, დიდი ძაღლი გავარდა გარეთ. დავუძახე დიდ ძაღლს, იმ წამსვე შემობრუნდა. იქიდანვე დავიწყე ტიმის ძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები