ირმა სოხაძე „UG Art პოდკასტის“ სტუმარია, სადაც რუსეთში მის შესაძლო კარიერაზე საუბრობს, რომელზეც მან უარი განაცხადა.
მომღერლის თქმით, რუსეთში კარიერის გაგრძელება თავად არ მოისურვა, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზება ჰქონდა.
„შემეძლო ფეხი ფეხზე გადადებულს მოსკოვში კონცერტები მეკეთებინა და ამას ყოველგვარი თავის ქების გარეშე ვამბობ. ნანი, თამრიკო და მერე მე ვიქნებოდი. თავად მეუბნებოდნენ. სხვებს თუ ჭირდებათ ნახევარი მილიონი, შენ დაგჭირდება არაფერი. ყველას ახსოვს „არანჟევუიუ დევოჩკუ“. არ მინდა ეს რუსები, არ არიან კარგები და ჩვენთვის სიკეთე არ უნდათ. სურთ მათსავით ვიყოთ“, – ამბობს ირმა სოხაძე.
ვიდეო: „მსხვერპლშეწირვა არც ერთ შვილს არ უნდა“ – ირმა სოხაძე
