„დილა მშვიდობისა საქართველო“ და ტელეჟურნალისტი მერიკო კარტოზია მსახიობისა და ტელესახის, პაატა გულიაშვილის ოჯახს ესტუმრნენ. „რუსთავი 2“-ის ახალი სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი სწორედ პაატას ვაჟია, გუგა.
„გუგას ბავშვობიდან ჰქონდა სამსახიობო ნიჭი. თავისი პერსონაჟისგან ძალიან განსხვავებულია, არის ძალიან კეთილშობილი ადამიანია…“, აღნიშნავს გუგას დედა, ნინუცა გულიაშვილი.
როგორი მამაა პაატა?
ძალიან კარგი მამაა და სწყინს, როცა თავად არ არის ხოლმე, როცა ჩვენს ოჯახში რაღაც ხდება. რაც ჩემი თვალით დავინახე და მის პროფესიაში ჩავერთე, უფრო მეტად მივხვდი, რატომ არ არის.
ნინუცა, როგორც მეუღლეს, მინდა გკითხო, რამდენად მარტივია და რთულიც, იყო პაატა გულიაშვილის მეორე ნახევარი?
როდესაც ადამიანი გიყვარს, მარტივია. ვუწყობთ ყველანაირად ხელს, რომ თავისი საქმე გააკეთოს კარგად და იყოს წარმატებული. გვიყვარს ერთად მოგზაურობა და გართობა. ვეტყოდი იმას, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. ეს იცის კარგად…