LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ცეკვის ნამდვილი ჯადოქარი, ტალანტისა და ნიჭის ზეიმი“ – სუხიშვილების მოცეკვავეების დავით (ჭანო) ჭანიშვილისა და მაკო დვალიშვილის ქორწილის კადრები

13824
BeFunky-collage-8

სუხიშვილების მოცეკვავე დავით ჭანიშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული ასევე „სუხიშვილების“ მოცეკვავე მაკო დვალიშვილია.

ქორწილის კადრებს, რომელიც შატო ვარციხეში გაიმართა, სოციალურ ქსელში ივენთ-კომპანია framemetbilisi ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ წვეულება თავისი საოცარი შესრულებით ილიკო სუხიშვილმაც დაამშვენა.

ქორწილში უბადლოდ იცეკვა ულამაზესმა პატარძალმაც, თავის რჩეულთან და „სუხიშვილების“ სხვა მოცეკვავეებთან ერთად.

ცნობისთვის, მაკო დვალიშვილი მსახიობ დავით დვალიშვილის შვილიშვილია.

„იბედნიერეთ მთელი ცხოვრება“: დავით ჭანიშვილმა, რჩეულს, მაკო დვალიშვილს ხელი სთხოვა – წყვილი უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები