კომპანია Pegani–მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ყველას ამცნო, რომ როდსტერი Huayra–ს ხანა დასრულდა. უკანასკნელმა სუპერქარმა დიზაინისა და ინტერიერის უნიკალური ელემენტები მიიღო და მისი შემქმნელი პირადად ჰორაციო პაგანი გახდა.
როდსტერი Pegani Huayra იმავე სახელის მქონე საშუალო ძრავის მქონე კუპეს ბაზაზეა აწყობილი. სპეციალურად ღია ვერსიისთვის ინჟინერებმა სრულიად ახალი ტექნოლოგია შექმნეს და სუპერქარს კომპლექტში დაკეცილი ტილოს სახურავიც მოყვებოდა.
კაპოტის ქვეშ ინჟინერებმა 6 ლიტრის მოცულობის ბიტურბირებული V12 ძრავი განათავსეს და აგრეგატს 764 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ძრავი რობოტიზირებულ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. პირველი 100 კმ–ს განვითარება სუპერქარს 3,3 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 370 კმ/სთ–ია.
კომპანია Pegani–მ სულ 100 უნიკალური როსტერი შექმნა და უკანასკნელი ეგზემპლარი ბრენდის ერთგულ გულშემატკივარს ხვდა წილად. ფინალური ვერსიის ფასი კომპანიამ არ დაასახელა და მხოლოდ ის აღნიშნა რომ საწყისი ღირებულება 2,28 მილიონი ევრო იყო.
