LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wildberries-ზე სასკოლო სეზონის ფასდაკლება თვის ბოლომდე გრძელდება

768
back to school fortuna

სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ოჯახებისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ბავშვების სკოლისთვის მომზადებაა. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ზურგჩანთა, საკანცელარიო ნივთები და ყოველდღიური სასკოლო აქსესუარები – საჭირო ნივთების სია ხშირად საკმაოდ გრძელია.

Wildberries.ge-ზე სასკოლო სეზონისთვის სპეციალური შეთავაზებები სექტემბრის ბოლომდე გრძელდება, რაც მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, ბავშვებისთვის საჭირო ნივთები ერთ სივრცეში, უფრო მარტივად და ხელსაყრელ ფასად შეარჩიონ.

ამ ეტაპზე სასკოლო ასორტიმენტზე 80%-მდე ფასდაკლებები მოქმედებს. გარდა ამისა, მომხმარებლებს, რომლებიც Wildberries-ზე პირველ შეკვეთას აკეთებენ, შეუძლიათ გამოიყენონ პრომოკოდი GESM30 და მიიღონ დამატებითი 30%-იანი ფასდაკლება.

Wildberries-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა შეკვეთის მიღების პროცესია. მომხმარებელს წინასწარ გადახდა არ სჭირდება – ნივთის მიღებისას შესაძლებელია პროდუქტის ადგილზე შემოწმება, ხოლო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემთხვევაში, გამცემი პუნქტების კომფორტულ გასახდელში მორგებაც. საბოლოოდ მომხმარებელს შეუძლია გადაწყვიტოს, რომელი ნივთის შეძენა სურს.

ონლაინ-შოპინგის ეს პირობები მშობლებისთვის განსაკუთრებით მოსახერხებელია, რადგან ბავშვებისთვის ტანსაცმლისა თუ ფეხსაცმლის ონლაინ შერჩევისას ზომის ან მოდელის შესაბამისობა ხშირად დამატებით სირთულეს ქმნის.

Wildberries-ის სასკოლო კამპანიის მთავარი მიზანი სწორედ ოჯახებისთვის სასკოლო სამზადისის გამარტივებაა – მეტი არჩევანით, მნიშვნელოვანი ფასდაკლებებითა და შეძენის მოქნილი პირობებით.

სექტემბრის ბოლომდე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ მრავალ კატეგორიაში სპეციალური შეთავაზებები კვლავ ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.wildberries.ge.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები