LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალზე ტარიფი 6 თეთრით გაიზარდება

184

ელექტროენერგიის შემდეგ უკვე წყალიც ძვირდება.  ამის შესახებ ცნობილი სემეკის სხდომაზე ცოტა ხნის წინ გახდა.  სემეკის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი 6 თეთრით გაიზრდება. იმ მოქალაქეების კი, რომლებიც არ არიან გამრიცხველიანებულები, ტარიფი დაახლოებით 75 თეთრით გაუძვირდებათ.

რაც შეეხება კომერციულ მომხმარებლებს, სემეკი ტარიფის შემცირებას გეგმავს.

წყლის ტარიფზე უკვე რამდენიმე საათია, მსჯელობენ. ტარიფი, რომელიც დღეს დადგინდა, მომდევნო 3 წლის განმავლობაში იქნება ძალაში.

ტარიფის გადახედვის მოთხოვნით ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა,“ „რუსთავის წყალმა“ და „მცხეთის წყალმა“ მიმართა. სემეკმა კი პროექტი მათი განაცხადის საფუძველზე შეადგინა.

ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირველი იანვრიდან შევა ძალაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები