LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xiaomi-მ „ჭკვიანი ბურთი“ შექმნა

96

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ ჭკვიანი ბურთი მიუძღვნა.

სიახლეს Insait Joy ჰქვია და მასობრივ წარმოებაში ჩასაშვებად თანხების მოძიება მიმდინარეობს. ერთი ბურთის ღირებულება 47 დოლარი იქნება.

ბურთი სმარტფონთან სინქრონიზირდება აპლიკაციის დახმარებით და შესაძლებელია მისი ფრენის სიჩქარისა და ტრაექტორიის, ასევე მიღწევების, ვარჯიშის სისტემის შემუშავება, რომელიც 14 სავარჯიშოსა და სამ სხვადასხვა დონეს მოიცავს.

ბურთი მთლიანად ჯდება FIFA-ს სტანდარტებში. მის შიგნით ბატარეა აქვს, რომელიც 7 საათიან აქტიურ გამოყენებას უზრუნველყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები