LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xiaomi თავის მომხმარებლებს გაათბობს

138

ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ ოფიციალურად წარმოადგინა თავისი ახალი პროდუქტი. თუმცა ამჯერად საუბარი არა გაჯეტის, არამედ საფარის შესახებ არის, რომლის გაყიდვებიც 29 სექტემბრიდან დაიწყება და საშუალოდ 100 დოლარი ეღირება.

საფარს Xiaomi Charpa Temperature Control Quilt ჰქვია და მას სითბოსა და სიგრილის შენარჩუნება შეუძლია. სიახლე 100% ბამბის ქსოვილისგან არის დამზადებული, რომელიც სხეულს განსაკუთრებით უხდება.

Charpa Temperature Control Quilt ოთხ ზომასა და წონაში იყიდება:

1 კილოგრამამდე წონის 1.5 მეტრიანი საფარი 75 დოლარი ღირს, 2 კილოგრამამდე წონის – 115, ხოლო 2,25 კილოგრამამდე წონისა და 2 მეტრი სიგრძის – 121 დოლარი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები