LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყავის სასარგებლო თვისებები

117

რამდენიმე სამეცნიერო ცენტრში ჩატარებული კვლევებით დამტკიცდა, რომ ყავა ჯანმრთელობისთვის აუცილებელ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს.

ყავის ორი სასარგებლო თვისება ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს. მათი მტკიცებით, ის ვინც დღეში ერთხელ მაინც მიირთმევს ყავას, 8%-ით ნაკლებადაა მიდრეკილი დიაბეტით დაავადებისკენ, ვიდრე ის, ვინც საერთოდ არ სვამს ყავას. ის კი, ვის ყოველდღიურ რაციონშიც ერთ ჭიქაზე მეტი ყავა შედის, 26%-ით ამცირებს თირკმელებში კენჭების დაგროვების ალბათობას, ვიდრე ის, ვინც არომატულ სასმელს მხოლოდ კვირაში ერთხელ მიირთმევს.

ჰავაის უნივერსიტეტთან არსებული ონკოლოგიური ცენტრის სპეციალისტებმა 18-წლიანი დაკვირვებების შემდეგ დადგინეს, რომ ის, ვინც დღეში 2-3 ჭიქა ყავას სვამს 38%-ით უფრო ნაკლებად ავადდება ღვიძლის სიმსივნით, ვიდრე ის, ვინც საერთოდ არ სვამს ყავას.

ფინელი მეცნიერების აზრით კი, 800 მილილიტრი ყავა საგრძნობლად ამცირებს დეპრესიის რისკს მამაკაცებში. მათი განცხადებით, ყავის სისტემატიური მირთმევით ემოციონალური დაავადების ალბათობა 77%-ით მცირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები