LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზახეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა

84

ყაზახეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა. „ან-28“ ტიპის ლაინერმა ალმაათისთან ახლოს განიცადა კატასტროფა. როგორც ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, ამ ეტაპზე არსებული ცნობებით, ბორტზე სულ 5 ადამიანი იმყოფებოდა და ყველა დაიღუპა.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანია East Wing-ის თვითმფრინავი ალმაათიდან 28 კილომეტრში ჩამოვარდა. თვითმხილველების ცნობით, მას ცეცხლი უკიდია. ამჟამად, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, თვითმფრინავი სანიტარიულ რეისს ასრულებდა ალმაათიდან შიმკენტის მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები