20-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და ექსპერტმა თბილისის საცობებისგან გათავისუფლების გეგმა, სახელწოდებით Smart City შეიმუშავეს. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის დავით მესხიშვილის თქმით პროექტში გათვალისწინებულია ყველა დეტალი, რაც კი საცობების წარმოქმნას უწყობს ხელს. მესხიშვილის განცხადებით, ვინაიდან თბილისის მერიამ ვერ გადადგა ვერც ერთი ქმედითი ნაბიჯი საცობების პრობლემის გადაჭრის საკითხში, ისინი სთავაზობენ გამზადებულ პროექტს, რომლის განხორციელების შემთხვევაში დედაქალაქში საცობების განმუხტვა იქნება რეალობა და არა მითი. ამისთვის კი საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება.
გადაცემა ”შენი არჩევანის” სტუმარი იყო ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი
რას მოიცავს პროექტი ”smart city”?
”სმარტ სითი” არის საკმაოდ ვრცელი კონცეფცია, რომლის პირველი ეტაპი იყო ქალაქის საცობებისგან განმუხტვის პროექტი. მოგეხსენებათ, საქართველოში გადაადგილება უკავშირდება ნერვულ სტრესს. ვერც მძღოლი და ვერც მზავრი სიამოვნებას ვერ იღებს მგზავრობით, რადგან ეს პროცესი დაულაგებელია. ამ პროექტის მიზანიც ქალაქში მოძრაობის და საცობების დარეგულირებაა. მძღოლსა და ფეხით მოსიარულეს შორის სწორი საგზაო კომუნიკაციაა საჭირო.
რა მიმართულებებია განხილული ახალ პროექტში ?
პროექტში განხილულია შემდეგი მიმართულებები: დასუფთავების სამსახური, დისტრიბუცია, სამგზავრო ტრანსპორტი, საპატრულო პოლიცია, საგზაო ნიშნები, პარკინგი და სხვ.
განმუხტავს თუ არა ახალი პროექტი ქალაქს
საცობებისგან? რამდენად ეფექტურია იგი?
რათქმაუნდა ქალაქში მოძრაობას 37%-ით განმუხტავს. თბილისის მერიამ დუბლინელი ექსპერტები ჩამოიყვანა ამ პრობლემის მოსაგვარებლად თუმცა ამ მხრივ დუბლინი 6-ე ადგილზე დგას. ჩვენი პროექტი კი ადექვატურია იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რაც დასახული გვაქვს მიზნათ.
როდის დამტკიცდება ახალი პროექტი?
პროექტი განხილვის პროცესშია. გადაგზავნილია საჭირო ინსტანციებამდე და როგორც კი დამტკიცდება მაშინვე შევა ძალაში.
—————————————————————–
მძღოლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. მძღოლები, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას გზას არ დაუთმობენ 30 ლარით დაჯარიმდებიან. შესაბამისი კანონი უკვე მიღებულია, მაგარმ მისი აღსრულება ნაკლებად ხდებოდა. კანონის ადმინისტრირების გამკაცრების ინიციატივა სასწრაფო სამედიცონო დახმარების დირექტორს თემურ ბარკალაიას ეკუთვნის. როგორც ბარკალაია აცხადებს, სასწრაფო დახმარება ვიდეოჩანაწერს, რომელსაც მათ მანქანებში დაყენებული კამერებით იღებენ, საპატრულო პოლიციას მიაწვდის, ისინი კი შესაბამისად იმოქმედებენ. გადაცემა ”შენ არჩევანს” კი სასწრაფო სამედიცონო დახმარების დირექტორი თემურ ბარკალაია ესტუმრა
როდიდან ამოქმედდება განახლებული კანონი?
ეს არ არის ახალი კანონი უბრალოდ აქამდე ტექნიკურად ვერ ხორციელდებოდა. ის რასაც ახლა ვაპირებთ
ტექნიკური ბაზა უკვე ხელს გვიწყობს. ანუ სასწრაფო დახმარება ვიდეოჩანაწერს, რომელსაც მათ მანქანებში დაყენებული კამერებით იღებენ, საპატრულო პოლიციას მიაწვდის, ისინი კი შესაბამისად იმოქმედებენ.
დღესდღეობით რამდენი სამედიცინო დახმარების ცენტრი ფუნქციონირებს და თუ აპირებთ დამატებით კიდევ ახალი ცენტრის გახსნას?
დღესდღეობით დედაქალაქის მასშტაბით სულ 13 სასწარფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ფუნქციონირებს. ზაფხულის ბოლოს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე დამატებით კიდევ ერთი სასწრაფო დახმარების ცენტრი გაიხსნება, ეს კი 14-ე ფილიალი იქნება.
თქვენი აზრით, როგორ შეხვდება ქართველი საზოგადოება აღნიშნულ კანონს?
როგორც ღვედების კანონი მიიღო საზოგადოებამ, ასევე იქნება ახალი კანონის მიღებაც.
რას ურჩევდით მძღოლებს?
დაიცავით საგზაო მოძრაობის წესები და დაუთმეთ ერთმანეთს გზა.
აუდიოჩანაწერი
