ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ მალე დაიწყება. იგი წელს თბილისსა და ბათუმში ჩატარდება. ფესტივალზე ცნობილი ხელოვანები ჩამოვლენ. ფესტივალი 25 აგვისტოს ბათუმში საზეიმოდ გაიხსნება. ზღვისპირეთში საღამოები 26, 28 და 30 აგვისტოს გაიმართება.
„ღამის სერენადებზე“ დაუკრავს მსოფლიო კამერული ანსამბლი ვირტუოზები. საქართველოს ესტუმრებიან მუსიკოსები ინგლისიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან, ფინეთიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, ჩინეთიდან. 2, 3 და 4 სექტემბერს ფესტივალი თბილისში გადმოინაცვლებს. დასკვნითი კონცერტი რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება, შემოსავალი კი „სოლიდარობის ფონდში“ გადაირიცხება.
