პაატა ბურჭულაძე და საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“ მორიგი ღონისძიებებისთვის ემზადებიან. 25 სექტემბერს სტრასბურგის საკონცერტო დარბაზში ქართველი საოპერო ვარსკვლავები გალა-კონცერტს გამართავენ. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოლისტები – ნინო მაჩაიძე, ანიტა რაჭველიშვილი, ოთარ მაჩაიძე, ბადრი მაისურაძე, ლადო ათანელი და თავად პაატა ბურჭულაძე. ასევე სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. საქველმოქმედო კონცერტით შემოსული თანხა ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდებათ.
