LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დები გოგოჭურები შატილში კონცერტს გამართავენ

 

Ardaidardo.Ge15 აგვისტოს, საპატრიარქოსთან არსებული ანსამბლის „დები გოგოჭურების“ კონცერტი „კიდევაც ვნახავ ხევსურეთს“ გაიმართება.

 

წარმოდგენა ორი ნაწილისგან შედგება. პირველი – თეატრალიზებული ნაწილი შატილის კოშკებში 16:00 საათზე დაიწყება. „დები გოგოჭურები“ ძველ ფოლკლორულ სიმღერებს შეასრულებენ. ასევე, ლექსებს წაიკითხავენ ახალგაზრდა პოეტები: თორნიკე ნაროზაული, გიორგი არაბული, მერაბ არაბული, ირაკლი ჭინჭარაული, თემო არაბული.

 

კონცერტის ორგანიზატორების განცხადებით, დები გოგოჭურები სცენაზე 19:00 საათზე სცენაზე ავლენ, რომლებიც რეპერტუარიდან როგორც ძველ, ისე ახალ სიმღერებს შეასრულებენ. ასევე, შედგება სიმღერის პრემიერა.