LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მის პლანეტა 2015“ საქართველოში პირველად ჩატარდება

Ardaidardo.Ge12 სექტემბერს თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სილამაზის კონკურსის „მის პლანეტა 2015“ ფინალი ჩატარდება. მაყურებლის წინაშე 35 ქვეყნის ლამაზმანი წარსდგება.

ღონისძიების ორგანიზატორის განცხადებით, პლანეტის ლამაზმანს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, რომელიც 20 ქვეყნის წარმომადგენლისგან იქნება დაკომპლექტებული.

კონკურსის პირველი ტური სასტუმრო „Radisson Blue Iveria“-ში გაიმართება და მონაწილეები ეროვნულ ტანსაცმელს და საცურაო კოსტიუმებს წარმოადგენენ. სწორედ ამ ეტაპზე გამოვლინდება „მაყურებლის სიმპათიის“ მფლობელი. მეორე ტური და ნახევარფინალი სასტუმროში „Ambasadori Kаchreti“, ხოლო მესამე ეტაპი – რეტორანში „Bermukha“ გაიმართება.

საქართველოს „მის პლანეტა 2015“-ზე 18 წლის ლიკა ბაბლუანი წარადგენს.

კონკურსზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია საიტზე biletebi.ge. VIP-ბილეთების ღირებულება 250 ლარს შეადგენს, ხოლო სტანდარტულის ფასი 15-50 ლარს შეადგენს.

კონკურსის ორგანიზატორია სამოდელო სააგენტო „Katrini“.