– როგორ ხარ გიორგი, როგორ ატარებ ზაფხულს?
– საკმაოდ დატვირთული გაზაფხულ-ზაფხული გამომივიდა. მარტი, აპრილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებით იყო დატვირთული, მაისში კი ვახტანგ კახიძის თეატრისა და კინოს მუსიკის საღამო იყო, სადაც ჩვენი კვარტეტი – მე, ნეკა სებისკვერაძე, მაკა ზამბახიძე და გოგა მესხი ვიღებდით მონაწილეობას. ეს კონცერტები შემოდგომაზეც გაგრძელდება.
– სოლო კარიერას რაც შეეხება, არის თუ არა სიახლეები?
– ისევე, როგორც ყველა მომღერალი, მეც ვგეგმავ სოლო საღამოს, თუმცა ჯერ-ჯერობით მხოლოდ მზადების პროცესია. ჩაწერილია რამდენიმე ახალი სიმღერა, რომელთა პრემიერაც შემოდგომაზე იქნება. ასევე ვემზადები ალბომის ჩასაწერად.
– საინტერესოა, გაქვს თუ არა გასვლითი კონცერტები საზღვარგარეთ?
– უკვე 5 წელია თბილისის ბიგ ბენდის სოლისტი ვარ და ჩვენი ბენდი ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურია. შარშან ვიყავით რიგაში, წელს მიგვიწვიეს იურმალაში. შემდეგ წავედით აზერბაიჯანში, იქაც ასევე მუსიკის ფესტივალზე. ამჯერად ძირითადად ბათუმში ვარ. ქალბატონი თამარ გვერდწითელის კონცერტებისთვის აქტიურად ვემზადებით.
– ვის ეკუთვნის ახალი სიმღერა და რატომ გაჩნდა იდეა, რომ ამ სიმღერის ახლებური ვერსია ჩაგეწერა?
– ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კომპოზიტორი ნანა მესხი საავტორო საღამოს აკეთებდა და ეს სიმღერა სწორედ მის რეპერტუარში იყო. მას წლების წინ ბატონი თემურ წიკლაური ასრულებდა და ქალაბტონმა ნანამ შემომთავაზა, რომ მისი ახალი ევრსია გამეკეთებინა. როცა სიმღერა მოვისმინე, თავიდან დავფიქრდი სანამ დავთანხმდებოდი. რადგან ის ჩემი ჟანრისგან გასხვავდება. ჩავწერეთ მისი ჩემეული ვერსია, რაც ძალიან კარგი გამოვიდა. ეს არის სიმღერა – ”ვერ გარიდებ გულს”, ტექსტი ბატონ ოთარ მამფორიას ეკუთვნის. ის საღამოზე ცოცხალი ბენდის თანხლებით შევასრულე.
– სამომავლო სოლო კონცერტზე რას გვეტყვი?
– რამდენჯერმე დავგეგმე სოლო კონცერტი, თუმცა ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გადაიდო. ამიტომ სანამ 100% – იანი გარანტია არ მექნება, არ გავაკეთებ. ამ პერიოდს კი უკეთესად მოსამზადებლად გამოვიყენებ.
გიორგი სუხიტაშვილი – ვერ გარიდებ გულს (Live)
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
ფოტოები
