დასავლური ტაბლოიდების ცნობით, სუპერმოდელ ჟიზელ ბუნდჰენისა და სპორტსმენ ტომ ბრედის ოჯახურ ბედნიერებას საფრთხე ემუქრება.
ინსაიდერები ირწმუნებიან, რომ წყვილს შორის უთანხმოება უკვე დიდი ხანია არსებობს, ხოლო ფოტოები მათი იდეალური ოჯახური თანაცხოვრების შესახებ მხოლოდ თვალის ასახვევად ქვეყნდება. „ჟიზელი აქტიურად ტვირთავს ფოტოებს, თითქოს მათთან ყველაფერი კარგად არის. სინამდვილეში კი მათი ქორწინება ნელ-ნელა იმსხვრევა“ – აცხადებს წყარო.
შეგახსენებთ, რომ წყვილმა 2009 წელს იქორწინა. ისინი ორ შვილს ზრდიან და მათი ოჯახი ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე ოჯახად ითვლება მთელს ჰოლივუდში.
