ყველასთვის ცნობილი იყო, რომ რობერტ პატინსონისა და FKA twigs-ის ქორწილი აგვისტოში უნდა გამართულიყო. თუმცა, ჟურნალ People-ის ცნობით პატარძალმა ღონისძიება გადაიტანა. საქმე იმაშია, რომ ის ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა ქორწილის ფორმატზე.
წყვილის მეგობრის განცხადებით, მას ხან მოკრძალებული ცერემონია უნდა, ხანაც მასშტაბური და გლამურული. რაღაც მომენტში კი ბალ-მასკარადიც სურდა. ქორწილის თარიღმა კი შემოდგომამდე გადაიწია.
შეგახსენებთ, რომ მათი ნიშნობა აპრილში შედგა. მანამდე წყვილი ნახევარი წელი ხვდებოდა ერთმანეთს.
