ქსელში ლეონა ლიუისის ახალი კლიპის „Thunder“ პრემიერა შედგა. სიმღერა მუსიკოსის მეხუთე ალბომის „I Am“ მხარდასაჭერია, რომლის რელიზიც 11 სექტემბერს არის დაგეგმილი.
სიმღერის ავტორი თავად ლეონა და გერმანელი პროდიუსერი ტობი გედომი არიან, რომელსაც ეკუთვნის ჰიტები „Big Girls Don’t Cry“ და „If I Were a Boy“. თრექი მეორე ევროპული და პირველი ამერიკული სინგლი გახდება.
