ლივ ტაილერი ექვსი თვის წინ დედა გახდა. თუმცა, მსახიობმა მხოლოდ ამ დღეებში გამოაჩინა შვილი მთლიანად. პატარა სეილო ქვეყანას თებერვალში მოევლინა და მას შემდეგ ბედნიერი დედა ცდილობს ყველგან მასთან ერთად იყოს და ყურადღება არ მოაკლოს, მათ შორის გადაღებებზეც.
შეგახსენებთ, რომ ლივ ტაილერისა და დეივ გარდნერის რომანის შესახებ ცნობილი გასული წლის დასაწყისში გახდა. უკვე სექტემბერში ტაილერის ორსულობის შესახებ გახდა ცნობილი. როგორც ლივისთვის, ისე დეივისთვის, ეს მეორე შვილია.
