მსახიობი ჯერარდ ბატლერი, რომელიც ჰოლივუდის ერთ-ერთი წამყვანი გულთამპყრობელია პაპარაცებმა მალიბუზე მეგობარ გოგონასთან, მორგან ბრაუნთან ერთად დააფიქსირეს. 45 წლის ბატლერი ხელს ვერ აშორებდა 39 წლის ბრაუნს, რომელიც ათლეტური სხეულით იწონებდა თავს.
შოტლანდიელი მსახიობი და ინტერიერის დიზაინერი ერთმანეთს რამდენიმე თვის განმავლობაში ხვდებიან. უცნობია, იქნება თუ არა ეს კავშირი მტკიცე ამჯერად, რადგან, ბატლერი ხანმოკლე რომანებით არის ცნობილი.
