კვირას, ვანკუვერში გამართული კონცერტის მსვლელობისას ნიკი მინაჟმა თავის ბოიფრენდს, რეპერ მიკ მილს აკოცა.
ამ ფაქტს მინაჟის ჩაცმულობაც ამძაფრებდა. მას გამჭვირვალე ვერცხლისფერი კაბა ეცვა, რომელიც მის მომრგვალებულ ფორმებს უსვამდა ხაზს. კოცნის შემდეგ წყვილი ხელჩაკიდებული იდგა მაყურებლის წინაშე და მათ აპლოდისმენტებს რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმენდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია მათი დაშორების შესახებ. როგორც ჩანს ეს ყველაფერი მორიგი ჭორი იყო ან წყვილი მცირეხნიანი დაშორების შემდეგ ისევ შერიგდა.
