ჯენიფერ ლოპესმა ნამდვილი აღფრთოვანება გამოიწვია, როდესაც ფილადელფიაში American Idol-ის მოსმენაზე გამოცხადდა. 46 წლის მომღერალი და მსახიობი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.
მოგვიანებით მან „ინსტაგრამზე“ ფოტოები გააზიარა, სადაც შოუს ახალი სეზონის დაწყება დააანონსა. შეგახსენებთ, რომ შოუში კონკურსანტებს ის გარი კონიკთან და კიტ ურბანთან ერთად შეაფასებს.

