LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პამელა ანდერსონს „მაშველების“ ფილმად გადაღების იდეა არ მოსწონს

პამელა ანდერსონი სკეპტიკურად განეწყო, როდესაც შეიტყო, რომ საკულტო სერიალს „მაშველები“ დიდ ეკრანზე გადაიტანენ. უკვე ცნობილია, რომ ფილმში მონაწილეობას დუეინ ჯონსონი და ზაკ ეფრონი მიიღებენ, ხოლო პროექტს სათავეში სეტ გორდონი ჩაუდგება. თავად პამელა, რომელმაც სახელი სწორედ ამ სერიალით გაითქვა, ფილმში მონაწილეობას არ მიიღებს.

ანდერსონი უკმაყოფილებას იმაზეც გამოთქვამს, რომ ფილმში ის არ მიიწვიეს. უკვე ცნობილია, რომ ფილმის პრემიერა 2016 წლის დასაწყისში შედგება.

„მაშველები“ 1989 წლიდან 1999 წლამდე გადიოდა და გისნესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა, როგორც სერიალი, რომელსაც ყველაზე დიდი აუდიტორია ჰყავს.