LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Teen Choice Awards-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ლოს-ანჯელესში ყოველწლიური ცერემონია Teen Choice Awards გაიმართა. ამერიკელმა მოზარდებმა მუსიკის, კინოს, მოდის, სპორტისა და ტელევიზიის სფეროში ფავორიტები გამოავლინეს. ხმის მიცემაში 13-დან 19 წლამდე ადამიანები მონაწილეობდნენ. საუკეთესო მომღერალი მამაკაცი ედ შირანი გახდა, ქალი კი – ტეილორ სვიფტი. რაც შეეხება საუკეთესო მამაკაცების ჯგუფს, გამარჯვება აქ One Direction-მა მოიპოვა, ხოლო იმავე ქალების კატეგორიაში – Fifth Harmony-მ.

რაც შეეხება დანარჩენ კატეგორიებს, გამარჯვებულები შემდეგნარად გადანაწილდნენ:

R&B/ჰიპ-ჰოპ არტისტი – უიზ ხალიფა
მომღერალი ქალის საუკეთესო სიმღერა – არიანა გრანდეს „One Last Time“
მომღერალი მამაკაცის საუკეთესო სიმღერა – ედ შირანის „Thinking Out Loud“
საუკეთესო როკ-სიმღერა – Hozier “Take Me to Church“
ზაფხულის მომღერალი ქალი- ტეილორ სვიფტი
ზაფხულის მომღერალი მამაკაცი – ედ შირანი
ზაფხულის ჯგუფი – One Direction
წლის კოლაბორაცია – Taylor Swift “Bad Blood” (feat. Kendrick Lamar)
საუკეთესო სიმღერა ფილმიდან – უიზ ხალიფა – “See You Again” (feat. Charlie Puth) ფილმიდან „ფორსაჟი 7“.