LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვიდკაცა“ ახალი ალბომის გამოსაცემად ემზადება

Ardaidardo.Geსექტემბრის შუა რიცხვებში პოპულარული ქართული ანსამბლი „შვიდკაცა“ ახალ ალბომს წარადგენს, რომელშიც 19 სიმღერა შევა, აქედან ნაწილი ცნობილი სიმღერების ახალი ვერსიებია, ნაწილი კი სპეციალურად „შვიდკაცასთვის“ შეიქმნა.

 

ალბომს „სანო სტუდია“ გამოსცემს, დისკის დიზაინი კი დავით კიკნაძეს ეკუთვნის.

 

ოქტომბრის ბოლოს ალბომის პრეზენტაციაც გაიმართება, კონცერტის სახით, რომელიც თბილისი „ივენთ ჰოლში“ იგეგმება.

 

გიორგი ლომთათიძე, „შვიდკაცას“ წევრი:

 

ჩვენს ახალ ალბომში შესულია გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორების ძველი სიმღერების ახლებური ვერსიები, ასევე სპეციალურად ჩვენთვის დაწერილი სიმღერებიც. მაცაცო სებისკვერაძემ ორი სიმღერა დაგვიწერა, ასევე ნათია ზეინკლიშვილმა და ლილიკო ნემსაძემ. ანსამბლ „ბასიანთან“ ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ შექმნილ სიმღერას ვასრულებთ. მეგობრებთან ერთად კიდევ რამდენიმე სიმღერა ჩავწერეთ, რომელთა ნაწილიც მსმენელს ჯერ არ მოუსმენია: ლიზა ბაგრატიონთან, დათო გომართელთან, ლელა წურწუმიასთან, ზუკა და გიო ხუციშვილებთან. ალბომში შესულია ერთი უცხოური სიმღერაც – „ედელვაისი“.

 

ნინო მურღულია