Apple Music Festival-ის მონაწილეების ვინაობა ცნობილი გახდა. ღონისძიებაზე, რომელიც ლონდონში 19-დან 28 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება, ჰედლაინერები იქნებიან: One Direction, Florence + the Machine, Disclosure და ფარელ უილიამსი. ასევე იქნება ორი სტუმარი – Little Mix და ჯეიმს ბეი.
ფესტივალის შესახებ დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ღონისძიების ტრანსლირება სერვის Apple Music-ზე შედგება.
