LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიტა ორამ და კრის ბრაუნმა სექსუალური კლიპი წარმოადგინეს

რიტა ორამ და კრის ბრაუნმა სიმღერაზე „Body on Me“ ვიდეო გამოუშვეს. კლიპის პრემიერა ორას YouTube-ის ექაუნთზე შედგა. სიმღერა რიგით მესამეა რიტას ახალი სტუდიური ალბომისთვის, რომლის რელიზის თარიღი ამ დროისთვის უცნობია.

ვიდეო მუსიკოსების თაყვანისმცემლების მოწონება დაიმსახურა, მათ კლიპს მხურვალე და სექსუალურიც უწოდეს. ამ მომენტისთვის სიმღერა ბრიტანული ჩარტის 23-ე ადგილზე იმყოფება, რაც რიტა ორას სოლო-ნამუშევრებს შორის ყველაზე სუსტი მაჩვენებელია.