40 წლის ანჯელინა ჯოლის გარეგნობა სულ უფრო მეტად აშფოთებს მის თაყვანისმცემლებს – ბოლო დროს მსახიობი ზედმეტად გახდა. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, როდესაც ანორექციით იტანჯებოდა. არსებობს ვარაუდი, რომ ანჯელინა სერიოზული დაავადების დამალვას ცდილობს.
ექიმები მიიჩნევენ, რომ მსახიობის ვიზუალის ცვალებადობა ბოლო დროს გადატანილ რამდენიმე სერიოზულ ოპერაციასთან არის კავშირში: იმისათვის, რომ ონკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებული რისკი თავიდან აეცილებინა, ჯოლიმ ჯერ მასტაქტომია გაიკეთა, შემდეგ კი საკვერცხეები მოიშორა. ყველაფერმა ამან და მოახლოებულმა მენოპაუზამ, ექიმების აზრით, დეპრესია და მასთან დაკავშირებული მადისა და წონის კლება გამოიწვია.
სხვა სპეციალისტები უარეს ვერსიას განიხილავენ. „ანჯელინამ გააკეთა ყველაფერი, რომ თავიდან აეცილებინა სიმსივნე, თუმცა ეს სამყარო ამისთვის საკმარისი არ არის. მისი მდგომარეობა ახლა იმაზე მეტყველებს, რომ მას ჯანმრთელობის ახალი პრობლემები აქვს“, – აცხადებს წყარო.
მესამე მხარე კი მიზეზად ოჯახში წარმოქმნილ მდგომარეობას ასახელებს – მისი და ბრედის ქორწინება ახლა ყველაზე კრიზისულ ეტაპზეა. ამასთან აყვანილი ქალიშვილი ზაჰარა, რომელსაც მეათე წელია ჯოლი ზრდის, ბიოლოგიურ დედასთან დაბრუნებას ითხოვს. ამ ყველაფრის ფონზე ის ბევრს მუშაობს, დიდი დოზით ეწევა სიგარეტს, ბევრს მოგზაურობს ჰუმანიტარული მისიით და თითქმის არ იკვებება.
ამ ყველაფერს ძალიან განიცდის ბრედ პიტიც, რომელიც ცდილობს, მეუღლეს კარგი პირობები შეუქმნას, თუმცა ანჯელინა არ ითვალისიწინებს გარშემომყოფების რჩევებს – მას გეგმაში კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელება შედის.
