LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ფაჩულია თბილისში NBA-ს სტანდარტების კალათბურთის აკადემიას გახსნის

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანს ზაზა ფაჩულიას, დიდუბეში, წერეთლის 105-ა ნომერში მდებარე სპორტული ბაზა უსასყიდლოდ, 50 წლით გადაეცა, NBA-ს სტანდარტების კალათბურთის აკადემიის გასახსნელად.

ზაზა ფაჩულიას წლების განმავლობაში სურდა საქართველოში NBA-ს სტანდარტების აკადემიის გახსნა, რაც დღეისთვის უკვე რეალობად იქცა.

სპორტული ბაზა ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებით გარემონტდა.

ხელშეკრულება ქართველ კალათბურთელთან 50 წლით გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით, აკადემია მოამზადებს ბავშვებს სხვადასხვა კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ, აკადემიაში NBA-ს სტანდარტების მიხედვით ტრენინგებს გაივლიან ქართველი მწვრთნელები, ამერიკელი და თურქი მწვრთნელების მეთვალყურეობით.

სპორტული შენობა ამჟამად თბილისის მერიის ბალანსზეა. სპორტული ბაზა 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში გარემონტდა და კეთილმოეწყო. ბაზაზე არის კალათბურთის 4 დარბაზი, სასტუმროს ტიპის ნომრები სპორტსმენებისთვის, მანეჟი სარბენი ბილიკით, სადაც განთავსდება ტრენაჟორები სხვადასხვა სპორტული ინვენტარით.