LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომანქანების საჯარიმოზე გადაყვანა ადგილზე დაჯარიმებით უნდა შეიცვალოს

თბილისის მერი დავით ნარმანია „სითი პარკის“ თემას ისრაელიდან გამოეხმაურა.

დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ თბილისის მერიამ “სითი პარკთან” ხელშეკრულებაში ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ერთი თვის წინ დაიწყო.

„ერთი თვის წინ ჩვენ „სითი პარკს“ შევთავაზეთ ცვლილებების ჩვენეული ვერსია და მივეცით ერთთვიანი ვადა, რომ გაეანალიზებინათ ვითარება და მოეცათ არგუმენტირებული პასუხი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხელშეკრულება შევცვალოთ ისე, რომ მოხდეს ქალაქზე მიყენებული ზარალის კომპენსაცია. ამასთან, დაჯარიმების შემთხვევაში უნდა აღდგეს ბალანსი და თანაბრად განაწილდეს შემოსავლები „სითი პარკსა“ და ბიუჯეტს შორის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, უნდა აიკრძალოს ავტომანქანების საჯარიმოზე გადაყვანა და შეიცვალოს ადგილზე დაჯარიმებით.

ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მიწისქვეშა და მიწისზედა პარკირების განვითარებაზე. კერძოდ, ტარდება კვლევა კონკრეტული ტერიტორიების ასარჩევად, რამაც ამ თვალსაზრისით „სითი პარკის“ მონოპოლიური მდგომარეობა უნდა შეასუსტოს.